logo_geo
eng_logo
„საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს
- +

10 ივნისი. 2016. 18:39


 

„საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:


 

„პატივცემულო  მგზავრებო!

 

„საქართველოს რკინიგზაში" მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან დაკავშირებით (სუფსა-ურეკის გადასარბენზე არსებულ ლითონის ხიდზე მალის ნაშენის შეცვლის სამონტაჟო სამუშაოები), 2016 წლის  05 ივლისის 06:00 სთ-დან  06 ივლისის 06:00 სთ-მდე „ფანჯრის" პერიოდში იკეტება სად. სუფსას ყველა  ლიანდაგი და ურეკი-სუფსას გადასარბენი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ერთი რეისით მსვლელობიდან იხსნება შემდეგი მატარებლები:

 

- ერევნიდან 4 ივლისს და  ბათუმიდან  5 ივლისს ჩქარი საერთაშორისო მატარებელი №202/201 ერევანი-ბათუმი.

 

 

- თბილისიდან 4 ივლისს და ოზურგეთიდან 5 ივლისს სამგზავრო მატარებელი №654/653  თბილისი-ოზურგეთი.

 

- თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი  852/851  თბილისი-ბათუმი.

 

 

- თბილისიდან და ბათუმიდან 5 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი  858/857 თბილისი-ბათუმი.

 

 

- თბილისიდან და ოზურგეთიდან  5 ივლისს  ჩქარი მატარებელი 12/11 თბილისი-ოზურგეთი.

 

 

- თბილისიდან და ქუთაისიდან  5 ივლისს  ჩქარი მატარებელი 18/17 თბილისი-ქუთაისი.

 

-  ბათუმიდან და ქუთაისიდან 5 ივლისს მსვლელობიდან იხსნება ადგილობრივი მატ.683/684 .

 

 -  თბილისიდან  5 ივლისს და  ბათუმიდან 6 ივლისს ჩქარი ელექტრომატარებელი №860/859 თბილისი-ბათუმი.

      აღნიშნულ მიმართულებებზე  „ფანჯრის'' პერიოდში სამგზავრო ბილეთების გაყიდვა  შეჩერებულია.

      სს „საქართველოს რკინიგზა" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner