სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტყირში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში იწმინდება მაგისტრალური არხი, რომლის სიგრძეც 8 კილომეტრია, არხზე ასევე მოეწყობა 24 მილხიდი, პროექტის საერთო ღირებულება 368 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და საქარველოს მელიორაციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი თემურ გაბელაია გაეცნენ.