სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა.
ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო. წირვას კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრესთან და სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.
სწორედ სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიად კურთხევა 1977 წლის 25 დეკემბერს.
ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა.