ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებს. თვითგამოცხადებული უწყების თქმით, ის „გვერდს ვერ აუვლის იმ ისტერიას, რომელიც ქართულ და დასავლურ პოლიტიკურ წრეებშია“ საქართველოს მოქალაქის, გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
„ნებისმიერ კანონიერ სახელმწიფოში“ საზღვრის დამრღვევი პირები დამსახურებით ისჯებიან და „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაც“ არ არის გამონაკლისი“, - აცხადებენ ცხინვალის დე ფაქტო საგარეო უწყებაში.
ე.წ. სამინისტრო ამტკიცებს, რომ მსგავსი „პროვოკაციებით“, ქართველი პოლიტიკოსები ცდილობენ, პოლიტიკური რეიტინგი გაიუმჯობესონ.