ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის პროექტის ფარგლებში, ხაშურის შემოვლითი გზის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება 2020 წლის ივლისშია დაგეგმილი. ხაშურის შემოვლითი გზა E60 აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილია.
პროექტის ფარგლებში აშენდება: 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 11 ხიდი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.
ხაშურის შემოვლითი გზის ექსპლუატაციაში შესვლით გაიზრდება ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობა და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონე. შემცირდება მგზავრობის დრო. ქალაქი ხაშური განიტვირთება სატრანზიტო მოძრაობისგან. პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.