logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: კახა დავითურმა თვალები უნდა გაუსწოროს 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობას
- +

19 დეკემბერი. 2019. 14:00

 

კახა დავითურმა თვალები უნდა გაუსწოროს 15 წლის ბიჭის თვითმკვლელობას - შე მამაცხონებულოო, უმამოდ დარჩენილ ბავშვს კედელზე წარწერის გამო რის 300 მანეთს სთხოვ, უნამუსო ქვია მაგისთანას, გაგიგია ნამუსი?

 

ჩემი შვილი დავითურის სკოლაში დამყავდა, მაშინ „რიტორი“ ერქვა და მგონი 170 მანეთს რის ვაი ვაგლახით ვიხდიდი, ახალ სასწავლო წელს მივედი და დავითურს სკოლა გაემსხვილებინა, პლეხანოვიდან „მწვანე სკოლა“ შემოეერთებინა და გადასახადიც კარგა ბლომად გაემსხვილებინა. შევწუხდით მშობლები ასეთი მოულოდნელობის გამო, შევედი და ვკითხე, რა ვქნათ, რატომ არ გაგვაფრთხილეთ თქო, ახლა ხომ ხართ გაფრთხილებულები, სკოლების მეტი რაა, არჩევანი დიდია და მიბრძანდითო, სხვა გზა არ გვქონდა, ჩვენც მივბრძანდით...

 

ხოდა ბატონო კახა, სკოლა ფულის საკეთებელი საწარმო კი არა, სასწავლო და აღმზრდელობითი დაწესებულებაა, აღმზრდელობითი, სადაც ადამიანურ დამოკიდებულებებს, კაცურ და ღირსეულ საქციელსაც სწავლობენ უფროსების მაგალითზე, რომელიც თქვენ ვერც უმამოდ დარჩენილ ლუკა სირაძეს ვერ მიეცით, იქნებ როგორ სჭირდებოდა ეს თანადგომა, მაგრამ, აწი არაფერს აზრი აღარ აქვს... არც თქვენს სკოლაში გაჩერებას - ასე მგონია მე!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner