logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვები და ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა
- +

25 დეკემბერი. 2019. 19:38

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს წლიური ანგარიში და სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

აღინიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და რეგიონის ქვეყნებთან გაფორმებული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებიდან გამომდინარე, საგრძნობლად გაიზარდა სახმელეთო გადაზიდვების რაოდენობა. კერძოდ, თუკი 2016 წელს ტვირთის სახმელეთო გადაზიდვისთვის  40,697  ნებართვა გაიცა, 2019 წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 92,078 ნებართვამდე გაიზარდა.

 

მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას იძლევა, რაც არა მხოლოდ დამატებით შემოსავლებში, არამედ დასაქმების ზრდაშიც აისახება.


სხვადასხვა საერთაშორისო სატრანსპორტო სქემებში ინტეგრაცია ახალ შესაძლებლობას ქმნის ჩვენი ქვეყნისა და მისი მოქალაქეებისთვის. ჯერ ერთი, საქართველო უკვე გახდა უსაფრთხო, კომფორტული და მაქსიმალურად მოკლე სატრანსპორტო მარშრუტი სახმელეთო გადამზიდავებისთვის. ამავე დროს, ქართველი მძღოლებისთვის, რომლებმაც გადამზადება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ტრენინგ ცენტრში გაიარეს, წარმოიშვა კარგი შესაძლებლობა, რათა ევროპის კავშირის ქვეყნებში დასაქმდნენ,“ - განაცხადა მინისტრმა.

 

სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მიხეილ ხმალაძის ინფორმაციით, საქართველოს EჩMთ - ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის) მიერ გამოყოფილი აქვს კვოტა, რომლითაც ქართველ გადამზიდავებს, რომელთა სატვირთო ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა შესაბამისობაშია ევროპის ხარისხის ქარტიის მოთხოვნებთან, საკუთარი კვოტა ჯერ კიდევ აგვისტოში აითვისეს, რაც მნიშვნელოვნად მეტია 2014 წლის მაჩვენებელთან. მისი თქმით, ეს სტატისტიკა ცხადყოფს იმას, რომ ქართველი გადამზიდავებისთვის ახალ ევროპულ ბაზარზე გასვლა არის დამატებითი შესაძლებლობა, რაც წარმატებითაა გამოყენებული.

 

გარდა ამისა, გრძელდება ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება ან არსებულის გაუმჯობესება რეგიონის ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიცაა თურქეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ლატვია, უკრაინა, ირანი, ჩინეთი, უზბეკეთი, უკრაინა და სხვ. ქართული მხარის მიერ თურქეთთან მიღწეული შეთანხმებით, 2019 წლისათვის დაკმაყოფილდა საქართველოს მხარის მოთხოვნა სატვირთო გადაზიდვების კვოტებზე და პირველად გამოიყო თურქეთის პორტებში საქართველოში რეგისტრირებული გადამზიდავი კომპანიებისთვის დაშვების ნებართვა.

 

კიდევ ერთი წარმატებული მიმართულება, რომელსაც სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო ახორციელებს, ქართველი მძღოლების სწავლება-გადამზადებას შეეხება. სააგენტოს საკვალიფიკაციო ცენტრის პროგრამები აკრედიტირებულია საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის აკადემიის მიერ (IღU Aცადემყ) რაც ნიშნავს იმას, რომ სფეროში არსებულ მენეჯერებს და მძღოლებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში შესაბამის კურსებს, გადაეცემათ საერთაშორისო სერთიფიკატები და შესაძლებლობა ეძლევათ დასაქმდნენ  ევროკავშირსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში. ახალი სასწავლო ცენტრი, რომლის მშენებლობაც 2020 წელს დაიწყება, უნიკალური იქნება რეგიონში და შეძლებს, მოემსახუროს არა მხოლოდ ადგილობრივ, ასევე უცხოელ კონტინგენტსაც.

 

პრეზენტაციაზე ასევე აღინიშნა, რომ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სერვისების მიღება შესაძლებელია ელექტრონული განაცხადის მეშვეობით პორტალზე - my.gov.ge.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner