logo_geo
eng_logo
14 ივნისს, ბიძინა ივანიშვილი საინფორმაციო სააგენტოებისა და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებს შეხვდება
- +

10 ივნისი. 2016. 20:36



საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 14 ივნისს, ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდება.




მედიასთან შეხვედრა 12 საათზე, „ტექნოპარკის" შენობაში (ოქროყანა; ინოვაციების 7) გაიმართება.


 

პრესკონფერენციაზე აკრედიტაციისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ შესაბამისი საინფორმაციო საშუალების მონაცემები (დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ვებგვერდი, წარმომადგენლის ვინაობა) შემდეგ მისამართზე: bipress2016@gmail.com აკრედიტაციის გავლისთვის მონაცემები მიიღება .. 11 ივნისის 18.00-საათამდე. აკრედიტაციის გავლის შესახებ საინფორმაციო საშუალებები დასტურს მიიღებენ ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით", - წერია განცხადებაში, რომელსაც ყოფილი პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner