საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 14 ივნისს, ადგილობრივი და საერთაშორისო ბეჭდური მედიისა და საინფორმაციო სააგენტოების წარმომადგენლებს შეხვდება.
მედიასთან შეხვედრა 12 საათზე, „ტექნოპარკის" შენობაში (ოქროყანა; ინოვაციების 7) გაიმართება.
„პრესკონფერენციაზე აკრედიტაციისთვის გთხოვთ გამოგზავნოთ შესაბამისი საინფორმაციო საშუალების მონაცემები (დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, ვებგვერდი, წარმომადგენლის ვინაობა) შემდეგ მისამართზე: bipress2016@gmail.com აკრედიტაციის გავლისთვის მონაცემები მიიღება ა.წ. 11 ივნისის 18.00-საათამდე. აკრედიტაციის გავლის შესახებ საინფორმაციო საშუალებები დასტურს მიიღებენ ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით", - წერია განცხადებაში, რომელსაც ყოფილი პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.