შიდა ქართლში, ატენისა და რკონის ხეობებში მესამე დღეა, ხანძარს ებრძვიან. დილიდან ხანძრის ქრობის პროცესში კვლავ ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი.
ადგილზე რჩება 160 მეხანძრე-მაშველი. სტიქიის ზონა დატოვა ტექნიკამ. ამ დროისთვის სოფელ ორმოცში ტყეში ხანძრის ხუთი კერიდან ოთხი უკვე ლიკვიდირებულია, ცეცხლის ღია კერები რჩება სოფელ რკონში.
ცეცხლი სოფელ ორმოცსა და სოფელ რკონში დასახლებული ნაწილიდან დაახლოებით 10-15 კილომეტრში გაჩნდა. თავდაპირველად, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს ეკიდა, შემდეგ კი შერეულ ტყეზე გადავიდა.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს.