„ოპოზიციის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ოპოზიციაში უდგას მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, არამედ სახელმწიფოს“, - ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში საუბრობს.
„ლარის სისუსტის მესამე ფაქტორად გამოვყოფდი პოლიტიკურ ფაქტორს: ოპოზიციის დიდი ნაწილი, სამწუხაროდ, ოპოზიციაში უდგას მხოლოდ ხელისუფლებას კი არა, არამედ სახელმწიფოს. მათი ქმედებები აზიანებს ქვეყნის იმიჯს, რეპუტაციას, ეკონომიკის მდგრადობას. ყველაზე არ ითქმის, მაგრამ მათი მოქმედება, რომლებიც ამინდს ქმნიან პოლიტიკური რყევებისას, ოპოზიციურია სახელმწიფოსადმი და ესეც არყევს და იმიჯს უკარგავს ეროვნულ ვალუტას.
მეოთხე მიზეზად დავასახელებდი სტრუქტურულ პრობლემას: მეტისმეტ დამოკიდებულებას საქონლისა და მომსახურების ექსპორტში ერთი ქვეყნის ბაზარსა და მომხმარებელზე. კოლმეურნეობის თავჯდომარის არ იყოს, გასაგებია, რომელ ქვეყანაზეა საუბარი“, - აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.