logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ნიკა მელია პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, სიცრუის ტირაჟირება სცდილობს
- +

10 ივნისი. 2016. 21:04



ნიკა მელიას ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე დაგეგმილია ჰესის მშენებლობა, სიცრუეს უწოდებს „ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერი.

როგორც ზურაბ ქადაგიძემ „რეპორტიორთან" განაცხადა, მელიასგან, საზოგადოებას არაერთი ტყუილი მოუსმენია, მაგრამ „დღევანდელმა განცხადებამ აბსურდულობის ყველანაირი რეკორდი მოხსნა".



მისი განცხადება იყო პოლიტიკური მოტივებიდან მომდინარე, რომელიც ემსახურებოდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. მელიას შევახსენებთ, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობა იკრძალება, ასევე ჰესის მშენებლობა არ არის მარტივი, წმინდა არქიტექტურული სიძნელეების გარდა, მას საკმაოდ დიდი რაოდენობის წყალი ესაჭიროება სრულყოფილი ფუნქციონერებისთვის. ბოტანიკურ ბაღში არსებული წყლის რესური კი არ იძლევა ჰესის მუშაობის შესალებლობას. რაც მთავარია, არსებული ინფორმაციით, ჰესი შენდება წავკისში და არა ბოტანიკურ ბაღში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მელიამ კარგად იცის, მაგრამ პოლიტიკური ქულების დაწერის იმედად ცდილობს სიცრუის ტირაჟირებას.

 

 

ჩვენმა ორგანიზაციამ, რამდენიმე დღის წინ ჩაატარა კვლევა ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ბოტანიკური ბაღის ტერიოტორიაზე არ იგეგმება ჰესის მშენებლობა. ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია მოწოდებულია, რომ მოხდეს აღნიშნული ადგილის პოპულარიზაცია და ის თბილისელთათვის თავშეყრის საყვარელ ადგილად იქცეს. აღნიშნული გეგმის სისრულეში მოსაყვანად კი დაგეგმილია, მოეწყოს ბოტანიკური ბაღის მეორე შესასვლელი, ახლო წარსულში გადაცემულ 4 ჰექტარ ტერიტორიაზე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება პარკინგით, ასევე ბაღის ტერიოტორიაზე მოეწყობა პანორამული გადმოსახედი თბილისზე, კვების ობიექტები, აპირებენ დაინიშნოს რეგულარული ავტობუსის რეისები თბილისის ცენტრიდან ბოტანიკური ბაღის მიმართულებით და .. რეალურად ბოტანიკური ბაღი მალე დაიწყებს ახალ სიცოცხლეს, ადმინისტრაციის მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი ორიენტირებულია ხალხის კომფორტზე და ემსახურება ბოტანიკური ბაღის განვითრებას", - განაცხადა ქადაგიძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner