დეპუტატი ისკო დასენი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
როგორც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, საკითხთან დაკავშირებით, გუნდში კონსულტაციები ჰქონდათ და საპარლამენტო უმრავლესობამ ისკო დასენის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
ისკო დასენი პარლამენტში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით 2016 წლიდან არის წარმოდგენილი.