logo_geo
eng_logo
გიორგი ჩიქოვანი: ნუ გადააყოლებთ პირად და პარტიულ ინტერესებს სახელწიფოს!
- +

10 ივნისი. 2016. 21:04

 

 

ევროპარლამენტში და ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე, ქართველი, პოლიტიკურად აქტიური ადამიანები  ქვეყნის საწინააღმდეგოდ მუშაობენ", -ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის" წევრი გიორგი ჩიქოვანი აცხადებს.

მისი შეფასებით, ისინი მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და  მათთვის მთავარია, საკუთარი კეთილდღეობა, ხოლო ქვეყნის მომავალი უმნიშვნელოა.



ჩვენ არაერთი მაგალითი გვაქვს იმისა, როგორ ახდენენ ეს პიროვნებები სიცრუის ტირაჟირებას, რათ შეცდომაში შეიყვანონ ჩვენი უცხოელი მეგობრები. აღნიშნული ფაქტის ერთ ერთი დადასტურება გახლავთ ვიზალიბერალიზაციის გაჭიანურების პროცესი და  მასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სარა უილიამსონი განცხადება. ის აღნიშნავს, რომ ქართული ოპოზიციური პარტიები ლობირებენ საკუთარი ქვეყნისთვის ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის საწინააღმდეგოდ და ამას აკეთებენდნენ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. ძნელია მათ ამ ქმედებას გამართლება მოვუძებნოთ. ჩვენ ვგმობთ მსგავს დესტრუქციულ ქმედებებს.  მსურს შევახსენო თითოეულ პოლიტიკოსს, როგორც პოზიციას ასევე ოპოზიციას - რომელი პოლიტიკური პარტიის წევრებიც არ უნდა იყვნენ ისინი, მათ მუდამ უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ვალდებულნი არიან პირველ ყოვლისა, იყვნენ ქართველები, თითოეული სიტყის თქმამდე, თითოეულ ქმედებამდე მათ უნდა გაითავისონ, რა შედეგი მოყვება ამას ქვეყნისთვის.

 

 

მივმართავ ქართველ პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით ოპოზიციურად განწყობილი პარტიების წარმომადგენლებს, გამოავლინეთ მეტი სახელწიფოებრივაზროვნება, იმოქმედეთ სახელწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სახელწიფოს ნუ გადააყოლებთ პირად და პარტიულ ინტერესებს", - აცხადებს ჩიქოვანი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner