თბილისში, ე.წ. ბორჯომის ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამომხრჩვალი მამაკაცი იპოვეს. ინფორმაციას სააგენტო „კვირა" ავრცელებს.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე, სადაც მამაკაცი იპოვეს, ახალგზარდები ხშირად იკრიბებიან, თუმცა მათ უჭირთ თქმა, რამდენად ხშირად მიდიოდა აღნიშნულ ტერიტორიაზე მამაკაცი, რომელიც დღეს ჩამომხვრჩალი იპოვეს.
ახალგაზრდა მამაკაცს ჯიბეში წერილი უპოვეს, სადაც ის წერს, რომ ალკოჰოლისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო, რამაც სუიციდის გადაწყვეტილება მიაღებინა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.