logo_geo
eng_logo
კლაას დიკჰოპი: დეტალებში ვერ შევალ, რატომ ეწინააღმდეგება უვიზო რეჟიმს ზოგიერთი სახელმწიფო
- +

10 ივნისი. 2016. 21:24



„ვიზალიბერალიზაციის საკითხი არჩევნებთან არავის დაუკავშირებია", -ამის შესახებ ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრი აცხადებს.


როგორც კლაას დიკჰოპმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მხრივ, ყველა საშინაო დავალება შესრულებული აქვს.


ყველა კრიტერიუმი შესრულებულია. ეს ნათელია. დეტალებში ვერ შევალ, რატომ ეწინააღმდეგება უვიზო რეჟიმს ზოგიერთი სახელმწიფო. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რომ მივიდეთ კონსესუსამდე. დღეს მე არც ერთი არგუმენტი არ გამიგია არჩევნებთან დაკავშირებით. ეს საკითხი დღეს ამ ჭრილში არ განხილულა",-განაცხადა კლაას დიკჰოპმა. 


ცნობისთვის, საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების თაობაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები ვერ თანხმდებიან. დღეს შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტიკლების გარეშე დასრულდა.


ვიზალიბერალიზაციის საკითხს  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 20 ივნისს განიხილავენ. გერმანია და საფრანგეთი აღნიშნულის მიზეზად მიგრაციასა და ქართველების მიერ ევროპის ქვეყნებში ჩადენილ კრიმიმალურ ქმედებებს ასახელებენ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner