logo_geo
eng_logo
სარეკლამო კომპანია „პანდა“ ფეიკ-ნიუსების გავრცელებას „ფეისბუქი“ არ ადასტურებს
- +

27 დეკემბერი. 2019. 11:59

 

სარეკლამო კომპანია „პანდა“, რომელიც „ფეისბუქმა“ რამდენიმე დღის წინ გაუქმებულ პროსახელისუფლებო გვერდებთან დააკავშირა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.

 

რამდენიმე დღეა ცილს გვწამებენ და ჩვენს შესახებ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას.

 

რა მოხდა სინამდვილეში? გამოქვეყნდა ორი დამოუკიდებელი დასკვნა. ერთის ავტორია ოფიციალური ფეისბუქი, ხოლო მეორე ეკუთვნის ორ ქართველს ეთო ბუზიაშვილსა და გივი გიგიტაშვილს. ფეისბუქი ამბობს ერთს, ეს ადამიანები კი მეორეს! მიკერძოებულმა პროფესიონალმა ეთო ბუზიაშვილმა საკუთარი ვარაუდის და არა ფაქტების საფუძველზე დადო დასკვნა, რომლითაც 5 ბრალდებას გვიყენებს. მათგან ფეისბუქი მხოლოდ ორს  ადასტურებსბრალდება პირველი: .. ფეიკ-ნიუსების გავრცელება - ფეისბუქი ამას არ ადასტურებს; ბრალდება მეორე: მიკერძოებული პროფესიონალი ამტკიცებსრომ საზოგადოების გახლეჩვას ვცდილობდით - ფეისბუქი ამას არ ადასტურებს; ბრალდება მესამე: მიკერძოებული პროფესიონალი ბრალს გვდებს ანტიამერიკულ  პროპგანდაში - ფეისბუქი ამას არ ადასტურებს; რას ამბობს ფეისბუქი? ისინი წერენ, რომ ჩვენ სისტემურად ვმუშაობდით. დიახ, ეს ასეა - ჩვენ სოციალურ ქსელში ვფლობთ  და ვაქირავებთ რესურსებს.

 

ფეისბუქი ამბობს, რომ ჩვენ კრიტიკულები ვიყავით ოპოზიციის მიმართ - დიახ, ჩვენ ამასაც ვადასტურებთთუმცა, მიკერძოებულ დასკვნაში ეს პუნქტი მოხსენიებული იყო, როგორც  სიძულვილოს ენა და დისკრედიტაცია. რეალობა ასეთია - რასაც ფეისბუქმა კრიტიკა უწოდა, მათ შავი პიარი დაარქვესყველაფერი ჩვენ მოგვაწერეს და გააზვიადეს. ფეისბუქს არ უთქვამს, რომ პოსტების შინაარსის გამო დაგვბლოკა- მან დაგვბლოკა სისტემურობის გამო“, - ნათქვამია სარეკლამო კომპანია „პანდას“ ვიდეომიმართვაში.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner