logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ჩვენ ვიმსახურებთ იმ სამართლიან გადაწყვეტილებას, რასაც უვიზო მიმოსვლა ჰქვია
- +

10 ივნისი. 2016. 21:46



ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნი შინაგან საქმეთა მინისტრები ბუნებრივია, დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარ ქვეყანაში კრიმინალთან ბრძოლას და ამიტომ მათ სჭირდებათ უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივი მექნიზმი, რათა უვიზო რეჟიმი დაწესდეს", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა.


თეა წულუკიანის თქმით, სწორედ ამ ქვეყნების წარმომადგენლები ერთ-ერთ მიზეზად იმას ასახელებენ, რომ საქართველოს მოქალაქეები მათ ქვეყნებში საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხეს ქმნიან.


ძალიან დიდი საფუძველი არსებობს, რომ უვიზო რეჟიმი მივიღოთ, მაგრამ ალბათ ეს მოხდება მას შემდეგ, რაც უვიზო რეჟიმის გაუქმების მარტივ მექანიზმს დაამტკიცებენ, რადგან ის შიშები, რაც ზოგიერთ საზოგადოებრივ აზრში არსებობს ევროკავშირის ქვეყნებში, მოხსნილი იქნას. ჩვენი მოქალაქეები, ვინც აქ ვართ ან საზღვარგარეთ ვცხოვრობთ, ერთი- ორი გამონაკლისის გარდა, ვართ კანონმორჩილი მოქალაქეები და ჩვენ ვიმსახურებთ იმ სამართლიან გადაწყვეტილებას, რასაც უვიზო მიმოსვლა ჰქვია", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner