logo_geo
eng_logo
პროკურორი: მოწმე ისაუბრებს თემატური რევიზიის აქტის დასკვნებზე, რამდენად ჰქონდათ უფლება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, 2008 წელს ბანკიდან სესხი აეღოთ
- +

27 დეკემბერი. 2019. 13:23

 

„ბრალდების მხარე დაკითხავს თემატური რევიზიის აქტის ერთ-ერთ თანაავტორს, ეროვნული ბანკის წარმომადგენელს, რომელიც ისაუბრებს  რამდენად ჰქონდათ უფლება მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2008 წელს ბანკიდან სესხის აღებისა, ასევე, რამდენად სწორად მოხდა და კანონის დაცვით სესხის უზრუნველყოფის მიზნით უზრუნველყოფის საშუალებების გამოთავისუფლება და აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა თუ არა თიბისი ბანკმა ქონებრივი დანაკლისი“, - ამის შესახებ პროკურორმა გიორგი მიქავამ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბრალდების დადგენილებაში პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ქმედებების შედეგად , ბანკმა მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა.

 

„საუბარია, დაახლოებით 16 მილიონ 664 ათასი დოლარის ზიანზე. ფულის გათეთრებას ჰქონდა ადგილი, ეს არის პრედიკატული დანაშაული და მათ  ჩვენ ვედავებით ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას“, - აღნიშნა პროკურორმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner