საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ფინანსების მართვის რეფორმის 2018-2021 წლების სტრატეგიის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესების ხელშეწყობაზე.
მემორანდუმს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმით განსაზღვრული ამოცანებისა და პირობების შესრულების საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტი მიიღებს 2 მილიონი ლარის კაპიტალურ გრანტს.
გრანტი მოხმარდება მუნიციპალიტეტის მიერ ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, კერძოდ, საშუალოვადიან დაგეგმვასა და ბიუჯეტირებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას 2020-2023 წლებში.