logo_geo
eng_logo
13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პირის მემკვიდრეს საკრებულომ საცხოვრებელი ბინა საკუთრებაში გადასცა
- +

10 ივნისი. 2016. 22:08



თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.


სხდომაზე საკრებულოს დეპუტატებმა წარმომადგენლობითი ორგანოს ყოფილი წევრის კობა კობალაძის ადგილმონაცვლედ, შუალედური არჩევნების შედეგად გამარჯვებულის, ბორია ფირცხელიანის უფლებამოსილების ცნობის შესახებ საკითხს დაუჭირეს მხარი.

ამავე სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტში, 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ტექნიკური ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელეს და აღნიშნული ცვლილება დადებითად შეაფასეს.

საკრებულოს წევრებმა თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის - შ.პ.ს. ,,თბილსერვის ჯგუფისთვის" დასუფთავების მოსაკრებლის დავალიანების განწილვადებასთან დაკავშირებით დავალების მიცემის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას თანხმობა მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (მ3 კატეგორია) და მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, საბაგირო გზით „რიყე-ნარიყალა" მგზავრთა გადაყვანისას მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიების შეღავათიანი მგზავრობის შესახებ" ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 მარტის დადგენილებაში განსახორციელებულ ცვლილებებს დაუჭირეს მხარი.



დღესვე დეპუტატების გადაწყვეტილებით, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი პირის მემკვიდრეს, ქეთევან პეტრიაშვილს თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა) საკუთრებაში გადაეცა.

წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ასევე განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალებების, პროექტების თაობაზე იმსჯელეს და დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში არსებული მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის წესით იჯარით გაცემას, სარგებლობის უფლებით, ასევე უსასყიდლო უზურფრუქტისა და გაცვლის ფორმით პრივატიზებას დაუჭირეს მხარი.



საკრებულოს სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ქალაქში არსებულ რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს. კერძოდ, საბურთალოს რაიონში გიორგი ციციშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას ექიმის ბენედიქტე მაღლაკელიძის სახელი დაერქვა, ხოლო ვაკის რაიონში რამაზ ჩხიკვაძის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას მეხანძრე-მაშველის ზურაბ მუზაშვილის სახელის მიენიჭა. ასტროფიზიკოსის მიხეილ ვაშაკიძის სახელი დაერქვა გლდანის რაიონში ალექსი გობრონიძის ქუჩის შესახვევს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩასა და ჩიხს, ასევე შესახვევსა და გასასვლელს.

საკრებულოს წევრებმა კიდევ რამდენიმე უსახელო ქუჩისა და სკვერისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს და ყველა წარმოდგენილ საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner