logo_geo
eng_logo
ნარკოლოგი: დღე არ გავა, უძლერესი აღგზნებით, ფსიქოზით, კომატოზური მდგომარეობით არ შემოვიდეს პაციენტი
- +

28 დეკემბერი. 2019. 01:16

 


ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება, სადაც თბილისსა და ბათუმში ნარკოლაბორატორიების არსებობაზე და უპრეცენდენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალებები დამზადებაზე იყო საუბარი.  

 

ნარკოლოგი ახალგაზრდებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ვითომ უვნებელი ნარკოტიკი - ე. წ აბაზანის მარილი, რომელიც დღეს, საქართველოში, ყველაზე მეტად არის გავრცელებული, იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსაგვს ნარკოტიკულ საშულებებს. მისი სისტემატიური მიღების შედეგად, ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება, რომელიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში!..


მისივე თქმით, ზედოზირება ხასიათდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარკტით, ანდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით.

 

ეს არის ის ნივთიერება, რომელიც დღეს ამოიღეს უპრეცენდენტო რაოდენობა – იცი ალფა პვპ მაქვს ( საუბარია ე. აბაზანის მარილი). საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის ცოტას „მოგხოდავს“ და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე „მაგრა ვიდვიჟენიებთ…“ ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს, ახალგაზრდებს შორის!.. და მერე სრულდება კომით, ხან სიკვდილით ან ძლერი პარანოიდული ფსიქოზით და უმძიმესი თავის ტვინის შეუქცევადი ორგანული დააზიენებებით. არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგნელებს. დღე არ გავა, რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით“, - წერს ზურაბ სიხარულიძე ფეიბსუქში.



მისივე თქმით, შსს – ს ბოლო ოპერაციის დროს დააკავეს ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშულებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს ზღვაში წვეთია.

ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს. ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა. ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამ პოსტს კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!“ – წერს ნარკოლოგი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner