logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ბატონ ნიკას, ამ ემოციურ ფონზე შეუძლია, ძალიან ბევრი რამ დამაბრალოს
- +

10 ივნისი. 2016. 22:17



საქართველოს იუსტიციის მინისტრისთვის უცნობია, რა მტკიცებულებები დევს „რუსთავი 2"-ის საქმეში.


ბატონ ნიკას, ამ ემოციურ ფონზე შეუძლია, ძალიან ბევრი რამ დამაბრალოს. მე ერთადერთი ის შემიძლია ვთქვა, რომ წარმოდგენა არ მაქვს, რა მტკიცებულებები დევს საქმეში, უფრო მეტიც, სასამართლო გადაწყვეტილება ერთადერთია, რაც რამდენიმე თვის წინ მედიაში გამოქვეყნდა, ვნახე და ჩემი აზრიც ვთქვი, რაღაც ფილოსოფიურ დოქტრინას უფრო გავდა, ვიდრე სასამართლოს მოტივირებულ გადაწყვეტილებას. სასამართლო არის ჩემგან დამოუკიდებელი, ამისთვის ვიბრძოდი მე მრავალი წელი" - განაცხადა წულუკიანმა.


მისივე თქმით, თუ სასამართლო სისტემაში არის ხარვეზები, ყველაფერს კეთდება იმისთვის, რომ ეს ხარვეზები გამოსწორდეს.


ჩემი მიდგომა არ არის იუსტიციის მინისტრი სააკაშვილის მიდგომა, რომ ვებრძოლო პერსონალიებს. ჩემი მიდგომაა, რომ კანონებით გავაჯანსაღო მართლმსაჯულება და ვფქრობ, ეს მიღწეულია ნაწილობრივ. დღევანდელი ქართული მართლმაჯულება არის უკეთესი, ვიდრე იყო და  კიდევ უფრო უკეთესი იქნება 4-5 წელში, რადგან შოკიდან გამოყვანას დიდი დრო სჭირდება", - განაცხადა წულუკიანმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner