logo_geo
eng_logo
11 ივნისს, ომარ ხუბაევის ვარსკვლავის გახსნისადმი მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება
- +

10 ივნისი. 2016. 22:45



11 ივნისს   20:00 საათზე, საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ლეგენდარული „სუხიშვილების" ყოფილი სოლისტის,  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის ომარ ხუბაევის  ვარსკვლავის გახსნისადმი  მიძღვნილი საზეიმო კონცერტი გაიმართება.


საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირინე საგანელიძე, არტისტს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალურ ჯილდოს ხელოვნების ქურუმს გადასცემს.


ღონისძიებაში მონაწილეობს სხვადასხვა სახელმწიფო და აკადემიური ანსამბლი: „სუხიშვილები" - ი. სუხიშვილისა და ნ. რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი; სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონის) ადმინისტრაციის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ნართები"; ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი; აჭარის ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „ხორუმი"; აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი;   საქართველოს შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „როკვა"; ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი „ჩელა"; ჩრდილოეთ ოსეთის (ალანიის) ქორეოგრაფიული ანსამბლი „გორეცი"; ჩრდილოეთ კავკასიის აგროტექნოლოგიური კოლეჯის ნაციონალური ცეკვის ანსამბლი "ყაზბეგი" .


ორგანიზატორები:  საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირი; სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია


მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; ქ.თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი; საქართველოს კულტურის პალატა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner