logo_geo
eng_logo
ეუთო-ს გენერალური მდივანი: მივესალმები ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას - მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული
- +

28 დეკემბერი. 2019. 18:20

 

„მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“, - ასე გამოეხმაურა ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

„მივესალმები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას. მომავალი დაპატიმრებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული და გადაადგილების თავისუფლება უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა ადამიანისთვის ნებისმიერ დროს“, - წერს ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი.

 

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ის ახლა ოჯახთან ერთად თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner