logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს
- +

10 ივნისი. 2016. 23:23



პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე თავდაცვის მინისტრისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს, თუ რატომ არ მიიღეს მონაწილეობა ქართველმა სამხედროებმა პოლონეთში გამართულ სამხედრო სწავლებაში, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ განაცხადა.


მისი განმარტებით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლონეთში გამართული საერთაშორისო სამხედრო სწავლება მნიშვნელოვანი იყო როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო თვალსაზრისით. სწავლებაში მონაწილეობა NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირებული ბრიგადის მეთორმეტე ქვეითი ბატალიონის მესამე მსუბუქ ასეულს უნდა მიეღო.


მოგეხსენებათ, სწავლება "ანაკონდა 2016" 6 ივნისს პოლონეთში ჩატარდა. მასში NAO- წევრი სახელმწიფოების სამხედროებთან ერთად მონაწილეობა უნდა მიეღო საქართველოს შეიარაღებული ძალების მეოთხე მექანიზირეუბლი ბრიგადის მეთორმეტე ქვეითი ბატალიონის მესამე მსუბუქ ასეულს, რაც არ მოხერხდა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი წვრთნები არა მხოლოდ სამხედრო, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. განსაკუთრებით NATO- სამიტის წინ. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, უახლოეს უშიშროების საბჭოზე აუცილებლად მოითხოვს დეტალურ ახსნა-განმარტებას ამ თემასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრისგან და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობისგან", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა მიშველაძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner