logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: რის ეროვნული წინააღმდეგობა და რა განკითხვის დღე, თბილისში აქციებზე ორასიოდე კაცი დაუდით...
- +

28 დეკემბერი. 2019. 20:44

 

„რის ეროვნული წინააღმდეგობა და რა განკითხვის დღე, თბილისში აქციებზე ორასიოდე კაცი დაუდით...“ - ამის შესახებ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სტატიაში წერს.

 

„რისი ეროვნული წინააღმდეგობა და რა განკითხვის დღე, თბილისში აქციებზე ორასიოდე კაცი დაუდით და მთელი საქართველოს მასშტაბით ხუთი ათას კაცსაც ვერ აგროვებენ, რომ  ორი საათით რუსთაველზე დააყენონ, მაგრამ მთავარი განწყობა და სულისკვეთება - ხომ ფიქრობენ განკითხვის დღის მოწყობაზე? ხომ უნდათ, ნაკერავზე გახიონ ყველა, ვინც მათ ხელისუფლებაში დაბრუნებას ხელს უშლის? ხომ უნდათ, რომ ჯოჯოხეთი დაატრიალონ ქვეყანაში, ოღონდ ძალაუფლება დაიბრუნონ? კი, სწორედ ეს უნდათ და პრობლემაც ეს არის, რომ დემოკრატიული, ცივილიზებული ოპოზიციის მაგივრად ნგრევის მანიით შეპყრობილ, ნერონულად აღტყინებულ ბანდასთან გვაქვს საქმე. ნერონის ცეცხლზე იფიქრო კაცმაო - გალაკტიონი რომ წერს თავის ერთ შედევრში, სწორედაც რომ ნერონის ცეცხლზე ფიქრობენ ესენი. მზად არიან, გადაწვან ქვეყანა, ოღონდ თავიანთი ვნებები დაიკმაყოფილონ“, - წერს ჯაბა ხუბუა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner