ოცა უსამართლობას ვაწყდები, ტვინში სისხლი მასხამს და ვფეთდები
„თავს ვერ ვაკონტროლებ“, - ამის შესახებ მომღერალი ზურა მანჯავიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„პოლიტიკურ პროცესებში, მეც და ჩემი ძმაც სულ ვიყავით ჩართულები. მაგრამ პოლიტიკა ჩემი სფერო არ არის. პოლიტიკოსს, სხვა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს-გაწონასწორებული უნდა იყოს, საღი კამათი შეეძლოს, არგუმენტირებულად დასაბუთება... მე კი, როცა უსამართლობას ვაწყდები, ტვინში სისხლი რომ მასხამს, ვფეთქდები და ენა მებმება. ისე ვცოფდები, თავს ვერ ვაკონტროლებ. ჩვენს ქვეყანაში კი გიჟი და გადარეული ისედაც ბევრია და ჩემი დამატება აღარ არის საჭირო“, - აღნიშნავს ზურა მანჯავიძე.