„ეს პრობლემა არსებობს და თავის ნეგატიურ გავლენას ახდენს ლარის კურსზე“, -ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
„რუსეთმა ვითომ კეთილი ჟესტი გამოავლინა საქართველოს მიმართ და არ შემოიღო სანქციები, მაგრამ პრემიერმა განაცხადა, რომ ზაფხულის ერთ თვეში ვიზარალეთ 60 მილიონზე მეტი ტურიზმის სექტორში, ხელზე გაანგარიშებით ეს 700 მილიონზე მეტია. ასევე, გავითვალისწინოთ, რომ გარკვეული პრობლემები შეექმნა საქართველოს მოქალაქეების ბიზნესს რუსეთში. ბოიკოტი გამოაცხადა ქართული დაწესებულებებისადმი, ეს კიდევ ცალკე ზარალია. ამდენად, ეს პრობლემა არსებობს და თავის ნეგატიურ გავლენას ახდენს ლარის კურსზე“, -აღნიშნავს იოსებ არჩვაძე.