logo_geo
eng_logo
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებმა გამწვანების პროექტის ფარგლებში 500 ძირი ნერგი დარგეს
- +

12 ნოემბერი. 2019. 20:51

 

2019 წლის 12 ნოემბერს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებმა, ორგანიზაცია „ქალები მომავლისათვის“ წარმომადგენლებთან ერთად, ქარხნის ტერიტორიის მიმდებარედ, ქვედა საქარის თემში, 25 ათასი ძირის დარგვის აქციის ფარგლებში 500 ძირი ნერგი დარგეს.

 

კომპანია გამწვანების პროექტს ეტაპობრივად ახორციელებს. „ჯორჯიან მანგანეზი“ თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მარტში, აპრილში და ოქტომბერში თანაორგანიზატორებთან და მოხალისეებთან ერთად ალვის, კვიპაროსის, მწვანე იფანის და აკაციის ხეები დარგეს.

 

კომპანიის მიერ პარალელურად, ქარსაცავი ზოლის შემოღობვის სამუშაოები ჩატარდა.

 

აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში, ქარსაცავი ზოლი 4,5 კილომეტრის სიგრძის პერიმეტრს მოიცავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ფეროშენადნობთა ქარხნისთვის, ისე მიმდებარე სოფლებისთვის.


ჯორჯიან მანგანეზისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება პრიორიტეტული მიმართულებაა, – განაცხადა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორმა ვასილ გველესიანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner