logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში საცოცი კედლის მოწყობას დააფინანსებს
- +

1 დეკემბერი. 2019. 20:54

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და ჭიათურის მეკლდეურთა კლუბ „კარიანი კლდე“-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც კომპანია ჭიათურაში ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობას დააფინანსებს.

 

ხელოვნური საცოცი კედლის არსებობა ჭიათურელ ახალგაზრდობას საშუალებას მისცემს მეკლდეურობის მიმართულებით პრაქტიკული უნარ-ჩვევები გამოიმუშაონ და ამით რეგიონში მეკლდეურობის ტრადიცია მეტად განვითარდეს.

 

ჭიათურაში ხელოვნური საცოცი კედელი ამ დრომდე არ არსებობდა, რაც მეკლდეურთა კლუბის წევრებს სხვადასხვა საჩემპიონო ტურნირებში მონაწილეობის მიღების პრობლემს უქმნიდა.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით ჭიათურაში ხელოვნური საცოცი კედლის მოწყობა 2020 წელს დასრულდება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner