logo_geo
eng_logo
„ჯორჯიან მანგანეზის“ მხარდაჭერით ჭიათურელი და ზესტაფონელი მოსწავლეები პარიზში წიგნის ფესტივალზე გაემგზავრებიან
- +

25 დეკემბერი. 2019. 20:55

 

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინიციატივით და ორგანიზებით, „ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში“, კომპანიის მიერ ნოემბრის ბოლოს ჭიათურაში და ზესტაფონში ჩატარებული ნახატების კონკურსების ფინალი გაიმართა.

 

ორივე რეგიონში ადგილობრივი, კომპეტენტური ჟიურის მიერ გამოვლენილი 13 ფინალისტიდან დღეს, „ქუთაისის მხატვართა კავშირის“ წევრების მიერ ერთი, ხოლო „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველის ნიკოლოზ ჩიქოვანის მიერ დამატებით ერთი გამარჯვებული გამოვლინდა. შედეგად, 2020 წლის გაზაფხულზე, ორი საუკეთესო ნახატის ავტორი, ჭიათურიდან V საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე ნინო აბესაძე და ზესტაფონიდან №2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ელენე გიორგაძე საფრანგეთში წიგნის ფესტივალზე გაემგზავრება.

 

„ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციული დირექტორის თემურ ხონელიას ინიციატივით, დარჩენილ 11 ფინალისტს საჩუქრად ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

 

ასევე, კონკურსის 13 ფინალისტს, კომპანიის მიერ, მათივე ნახატების მიხედვით შედგენილი „ჯორჯიან მანგანეზის“ 2020 წლის კალენდრები გადაეცათ, ხოლო სამომავლოდ მათ მარიკა კაკაბაძის ვორქშოფი ჩაუტარდებათ.

 

კონკურსის ფინალს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი, კომპანიის ადმინისტრაციული დირექტორი თემურ ხონელია, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ესწრებოდნენ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner