logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც...
- +

10 ივნისი. 2016. 23:24



ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ვერ მოახერხა მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება", - ამის შესახებ ვიცე- პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტმა კახა კალაძემ განაცხადა.


მისი თქით, ამ კუთხით ხელისუფლებას აქტიური კამპანია ექნება ჩასატარებელი. ამასთან, კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" დროინდელი პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლება საქართველოს მოსახლეობას "ვირტუალურ საქართველოში" აცხოვრებდა.


მოსახლეობის ნაკლები ინფორმირება შესაძლოა იყოს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ხარვეზი. ჩვენ როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, გვქონდა ერთი უკიდურესობა, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს თავიანთი მედიასაშუალებების მეშვეობით აცხოვრებდნენ ვირტუალურ საქართველოში. ამ ვირტუალურ საქართველოში მოქალაქეებს ეუბნებოდნენ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყო და მილიონობით სამუშაო ადგილი იქმნებოდა. თუმცა როდესაც ტელევიზორს გამორთავდით, სულ სხვანაირად იყო ყველაფერი. ჩვენ აღმოვჩნდით მეორე უკიდურესობაში, რადგანაც ის წარმატებული პროექტები, რომელიც ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ, მოსახლეობამდე შესაბამისად ვერ მივიტანეთ. ეს არ უნდა იყოს ზედმეტობა, თუმცა მოსახლეობამ უნდა იცოდეს ყველა განხორციელებულ რეფორმაზე და სიკეთეზე, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს. ამ მიმართულებით აქტიური კამპანია გვექნება ჩვენ ჩასატარებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner