logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის ასეთი მაღალი ტემპი ქვეყანაში ბოლოს 7 წლის განმავლობაში არ აღრიცხულა
- +

29 დეკემბერი. 2019. 00:06

 

 

„თუ პროგნოზირებული იყო 5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, სამი კვარტალის მონაცემებით გვაქვს 5,2 %-იანი ეკონომიკური ზრდა“, - ამის შესახებ  ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში საუბრობს.

 

„თუ დავაკონკრეტეთ და ცალკეული მიმართულებების მიხედვით განვიხილავთ განვლილ წელს, უნდა ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდის ასეთი მაღალი ტემპი ქვეყანაში ბოლო 7 წლის განმავლობაში არ აღრიცხულა.

 

საქსტატის ბოლო მონაცემებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზზეც კი მცირედით მეტია ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანამ მიმდინარე წელს აჩვენა. თუ პროგნოზირებული იყო 5%-იანი ეკონომიკური ზრდა, სამი კვარტალის მონაცემები გვაქვს 5,2%-იანი ეკონომიკური ზრდა.

 

ვფიქრობ, ზრდის ეს ტემპი წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

 

ამასთან, მინდა ხაზგასმით ვთქვა -ყველა ჩვენს სახმელეთო მეზობელს- იქნება ეს რუსეთი (1,5%),სომხეთი (4%), აზერბაიჯანი (2,9%) და თურქეთი (3,3%)- ჩვენზე დაბალი ეკონომიკური ზრდა აქვს.

 

პოზიტივად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ უმუშევრობის დონე მინიმალურია ბოლო 16 წლის განმავლობაში. 2012 წლიდან დღემდე მთლიანი შიდა პროდუქტი 1,5- ჯერ უფრო სწრაფად გაიზარდა, ვიდრე სახელმწიფო  ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები. ასეთი შედარება განგებ გავაკეთე იმის აღსანიშნად, რომ თუ გადასახდელებიც იმავე ტემპით გაიზრდებოდა, როგორც მშპ, მაშინ ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს, ბიზნესს თუ მოსახლეობას დაახლოებით 1,8 მილიარდი ლარით მეტის გადახდა მოგვიწევდა ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამას შეგვიძლია ლიბერალიზაციის მონეტიზაცია ვუწოდოთ, რადგან ეს ფული წლიური დანაზოგია ჩვენი მოსახლეობისა და ბიზნესისთვის და ეკონომიკური  თავისუფლების თავისებური გამოხატულებაა“, - აღნიშნავს სოსო არჩვაძე.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner