logo_geo
eng_logo
თენგიზ ფხალაძე: ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის საჩუქარი არ არის, ეს დღეს აუცილებლობაა!
- +

10 ივნისი. 2016. 23:48



ევროკავშირში ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უვიზო რეჟიმი უნდა მიენიჭოს. საუბარია იმაზე, თუ როდის და როგორ იქნება გავლილი პროცედურები", - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ გადაცემა 2030-ში.


ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებები საქართველომ სრულად შეასრულა. საქართველო ყველა დანარჩენ ქვეყანასთან შედარებით დაწინაურებულია. ანუ, ჩვენს ქვეყანასთან არანაირი შეკითხვა არ არსებობს. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესი ევროპულ სისტემებში არსებულ სხვადასხვა სირთულეებთანაა დაკავშირებული. ევროკავშირი საფრთხეების გადახედვას ახდენს და ახლა შიგნით უნდა ჩამოყალიბდეს, როგორ შეიძლება პროცედურების უფრო სწრაფად გავლა", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.


მისი თქმით, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციამ ერთიანობა დააფიქსირა.


ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს დელეგაციამ ერთიანობა დააფიქსირა. ევროპელმა ლიდერებმა დაინახეს, რომ ვიზალიბერალიზაცია არის თემა, სადაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრი ერთიანდება", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.


როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის საჩუქარი არ არის, ეს დღეს აუცილებლობაა.


ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის საჩუქარი არ არის, ეს დღეს აუცილებლობაა. ეს აუცილებლობაა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ყველა მოთხოვნა შევასრულეთ და საქართველო მართლაც ევროპული ოჯახის წევრია, არამედ იმიტომაც, რაც ამ 2 წლის განმავლობაში გავაკეთეთ, რა ნაბიჯებსაც ყოველდღიურად ვდგამთ და რითაც ურთიერთთანამშრომლობა ღრმავდება", - განაცხადა ფხალაძემ.


მისი თქმით, დღეს კონკრეტული თარიღის დასახელება ძალიან ძნელია.


დღეს კონკრეტული თარიღის დასახელება ძალიან ძნელია. რომც ვიცოდე, თავს შევიკავებდი. სჯობს, ცოტა მეტი მოლოდინი გვქონდეს და სასიამოვნო სიურპრიზი მივიღოთ, ვიდრე რაღაც კონკრეტულ თარიღს ველოდეთ და იმედგაცრუება მივიღოთ", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner