logo_geo
eng_logo
სეზონური გრიპები და მკურნალობის გზები
- +

30 დეკემბერი. 2019. 10:19

 

 

სეზონური გრიპი  გრიპის  A და B  ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა.

 

ვირუსი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას( ცხვირი, ყელი, ფილტვები). სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს და ადამიანთა გრიპით ავადობას განაპირობებს.

 

ამჟამად საქათველოს ყველა რეგიონში ძირითადად A/H1p ცირკულირებს.

 

გრიპი ხასიათდება როგორც მსუბუქი, ისე მძიმე მიმდინარეობით და შესაძლოა. ლეტალური გამოსავლითაც დასრულდეს. უბრალოდ გაციებისგან განსხვავებით, გრიპი მწვავედ იწყება. მისთვის  დამახასიათებელი სიმპტომებია: საერთო სისუსტე, ცხელება -38 გრადუსზე მეტი, ხველა, ფარინგიტი(ყელის ტკივილი),ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ტკივილი კუნთებში. იშვიათად -დიარეა და/ან ღებინება.

 

1 ჭიქა წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე, დაჭერით 1 კბილი ნიორი წვრილად, ჩაყარეთ ჭიქაში და გასრისეთ კოვზით, დაუმატეთ ¼ ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი პიტნა. ხარშეთ დახურულ ჭურჭელში 3-5 წუთი(სურვილისამებრ დაამატეთ თაფლი).ჩაწექით ლოგინში, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, საკვებით კი თავს ნუ დაიტვირთავთ.

 

გამოჯანმრთელებამდე რაციონიდან გამორიცხეთ რძის პროდუქტები.

 

გრიპის დროს ცხვირის მოხოცვა საკმაოდ ხშირად გვიხდება. თუ სურდო ძლიერია, შესაძლოა, ყნოსვას კი დავკარგოთ (დროებით!).

 

ხალხური მედიცინა ამ შემთხვევაშიც გამოგვადგება. სოდა და მარილი (თითო ჩაის კოვზი) ჩავყაროთ 200-გრამიან ჭიქაში ,დავასხათ თბილი წყალი და თითოეული ნესტოთი ცალ-ცალკე  შევისრუტოთ.

 

ნუ შეგეშინდებათ. ეს არც ისე რთული გასაკეთებელია, სითხე უკანვე გადმოიღვრება.

ორსულებს ან მოხუცებს, რომლებსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, მაღალი ტემპერატურის დროს შეუძლიათ, მონაცვლეობით ცივ და ცხელ წყალში (ტემპერატურა ფეხს ესიამოვნოს) ჩადგან ფეხები და ეს პროცედურა რამდენჯერმე გაიმეორონ.

 

ბავშვებს კარგია, ძმრით(უმჯობესია ვაშლის ძმარი) დავუზილოთ ის ადგილები, სადაც გადის ვენური სისტემა, მაგალითად: სახსრები, იღლიის მიდამოები, კისრის არე, ფეხისა და ხელის გულები... ეს კარგი პრაქტიკაა. ძმრის მსგავსად ორგანიზმიდან ტემპერატურის გამოსაყვანად გამოიყენება კომბოსტოს ფოთლები და ისიც იგივე მეთოდით.

 

ვირუსის გასვლის შემდეგ, იმუნიტეტის გაუმჯობესების მიზნით, უნდა მივიღოთ ფუტკრის რძე დღეში ერთხელ ენაზე დაწვეთებით-1-2 წვეთი, ასაკის მიხედვით. ხოლო ფუტკრის მტვერს ვიღებთ 1 ჩაის კოვზს ერთ ჭიქა წყალზე. ასევე, კარგია, თუ გვექნება ვაზის ცრემლი, რომელიც გაზაფხულის პერიოდში, ვაზის გასხვლის დროს შეგვიძლია შევაგროვოთ და მაცივარში შევინახოთ. ის დღეში ორჯერ ენაზე დაწვეთებით უნდა მიიღოთ და აღადგენს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, იმავდროულად აძლიერებს იმუნიტეტს.

 

გრიპი ადამიანთან ადამიანზე გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირებთან შეხებით. გრიპმა შესაძლოა, გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფებში. გრიპის გართულებებია: პნევმონია(ფილტვების ანთება)-ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოქსია, ციანოზი, დარღვებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (გონების დაკარგა ან დაბინდვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კუნთების  მკვეთრი სისუსტე ან დამბლა).

 

ორგანიზმის მკვეთრი გაუწყლოება(დეჰიდრატია); თანხმები დაავადებების გართულება (მაგალითად, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასთმა და დიაბეტი); ბავშვებში- ყურის ინფექციები, სინუსიტები, ჩვილ ბაშვებს გრიპის დროს შესაძლოა, განვითარდეს ფებრილური კრუნჩხვები, ცრუ კრუპის სინდრომი.

 

გრიპის მეორადი გართულებების, ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალობის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან: ჩვილები და ადრეული ასაკის ბავშვები, განსაკუთრებით 2 წლამდე; ორსულები და ხანდაზმულები 65 წელს ზევით; ქრონიკული დაავადების მქონე პირები: ასთმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. გულის შეგუბებითი უკმარისობა, დიაბეტი, ღვიძლისა და თირკმელების ქრონიკული დაავადებები და ასე შემდეგ.

 

ავტორი ქეთი კაპანაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner