logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვიზალიბერალიზაციის პროცესს ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს!
- +

10 ივნისი. 2016. 23:58



საქართველოს ვიცე-პრემიერის კახი კალაძის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის პროცესს ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს.


"გადაწყვეტილებას ველოდებით. ვიცით, რომ გერმანია არის წინააღმდეგი, თუმცა ვფიქრობთ, რომ საქართველომ აბსოლუტურად ყველაფერი შეასრულა, ის წინაპირობები რაც იყო, ყველა რეფორმა იქნა განხორციელებული და მე დარწმუნებული ვარ ამ პროცესს ვერანაირი გარე ძალა ვერ შეაჩერებს",- აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ.


ჩვენ უახლოეს მომავალში შევძლებთ იმას, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში და მეტიცშევძლებთ, უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია", - განაცხადა კახი კალაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner