logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: ვინც აგროვებს ქვეყნის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია - ასეთია ბიძინა ივანიშვილი
- +

29 დეკემბერი. 2019. 16:39

 

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია ბიძინა ივანიშვილი“, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ანზორ ერქომაიშვილის სამეცნიერო ნაშრომის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ყველა ადამიანი, რომელიც აგროვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის, კულტურის საუნჯეს და თვალის ჩინივით უფრთხილდება მას, ჩემთვის თანამედროვეობის ექვთიმე თაყაიშვილია. ასეთი ადამიანია სწორედ ჩვენი დიდ ლოტბარი ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, ასეთი ადამიანია ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ საშვილიშვილო და პატრიოტული საქმეების კეთების გარანტად დგას. პოლიფონიური ნიმუშების შეგროვებაზე გამახსენდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ისტორია, რომელიც დაკავშირებულია საგურამოში ჯიღაურას უნიკალურ მეურნეობასთან. იქ, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და „ქართუ ფონდმა“ გადაარჩინეს ჩვენი ქართული ვაზის უნიკალური ჯიშები. ვაზსა და პოლიფონიას შორის ჰარმონიული კავშირი არსებობს და როგორც მე ვიცი, ამ ჯიშების რამდენიმე ძირიღა იყო შემორჩენილი და სწორედ ბატონი ბიძინას ძალისხმევის შედეგად შეუნარჩუნდა მომავალ თაობებს ეს მემკვიდრეობა. როდესაც წინა ხელისუფლების დროს ვაზი იჩეხებოდა, მაშინ ბატონი ბიძინა ახარებდა ვაზს, უფასოდ არიგებდა ნერგებს და მომავალ თაობებს უნიკალურ ჯიშებს უნარჩუნებდა. უღრმესი მადლობა ბატონ ბიძინას და ყველა ადამიანს, ვინც ასე ღირსეულად აგრძელებს დიდი ექვთიმე თაყაიშვილის საშვილიშვილო საქმეს“, - განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner