logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ეს იყო ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტი!
- +

11 ივნისი. 2016. 00:45



ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცახდებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, ამიტომ წინასაარჩევნოდ პრევენციული ზომები იქნება მისაღები.


როგორც კალაძემ გადაცემა „პოლიტიკაში" კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, ის, რაც ზუგდიდში მოხდა, სამარცხვინო იყო.


მისი თქმით, ინციდენტი „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იყო პროვოცირებული, რასაც მმართველი გუნდი ემიჯნება.


კორცხელის ინციდენტი იყო ძალიან ცუდი და სამარცხვინო ფაქტი. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას და მოვუწოდეთ შესაბამის სამსახურებს, გამოძიება დაწყებულიყო. ერთადერთი ინციდენტი, სადაც მოხდა და რომლის პროვოკაციაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" წამოიწყო, ეს იყო კორცხელი. მიმდინარე პროცესებზე მთავრობაა პასუხისმგებელი და პრევენციული ღონისძიებები გვექნება გასატარებელი, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს. ეს „ნაციონალურ მოძრაობას" აძლევს ხელს", -განაცხადა კახა კალაძემ.


ვიცე-პრემიერი მმართველი პარტიის აქტივისტებსა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, მსგავს პროვოკაციებს არ წამოეგონ.


რა თქმა უნდა იქნება შესაბამისი მითითებები შტაბის მხრიდან და შესაბამისი სამსახურები მაქსიმალურად უნდა იყვნენ მობილიზებული. კორცხელის შუალედურმა არჩევნებმა დაგვანახა, რომ შესაძლებელია ასეთი ფაქტები დაფიქსირდეს. ამიტომ, თავიდან რომ ავიცილოთ მსგავსი მოვლენები, რიგი ღონისძიებები იქნება გასატარებელი", - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner