ავტორი შორენა პაპაშვილი
ჩემი ჯგუფელი და მეგობარი, უნიჭიერესი ნანა ფარჩუკაშვილი, რომელიც ასევე იურისტია და იმ ხანებში, ადვოკატად მუშაობდა, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს თაღლითობის ბრალდებით დააპატიმრეს. ნანა ბრალს არ აღიარებდა და მიუხედავად იმისა, რომ სახლში 2 მცირეწლოვანი ბავშვი ელოდა, მესამე კი, ციხეში გააჩინა, აღიარებითი ჩვენება არ დაუწერია. ნანას შესახებ, რამდენიმე ტელე- სიუჟეტი მომზადდა. ის იყო პატიმარი, რომელიც ყველაზე მეტ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა. ციხეშიც კი, სხვებს ადვოკატობდა, შეწყალების თხოვნას აწერინებდა, თავად კი არასდროს უთხოვია შეწყალება. მიაჩნდა, რომ ეს იმ დანაშაულის აღიარებას ნიშნავდა, რომელიც არ ჩაუდენია. ან და, რაზე უნდა დაეწერა შეწყალება, რასაც არ აღიარებდა, იმაზე? ნანამ მოიხადა სასჯელი და პირნათელი დაუბრუნდა შვილებს. მომიტევეთ და უამრავი კითხვა მიტრიალებს თავში. მათ შორის ასეთიც, - როდის წერს ადამიანი შეწყალებას, როცა დანაშაულს არ აღიარებს თუ ორივე შემთხვევაში? სიმართლე არის სინათლე, ნუ გვაცხოვრებთ წყვდიადში.
ბიბილოვს რა სტატუსით ეკუთვნოდა ქართველი ექიმისგან შეწყალების თხოვნა?