logo_geo
eng_logo
გორის გამგებელი: სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ!
- +

11 ივნისი. 2016. 00:48


 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ აძვში მოსახლეობას შეხვდა. დავით ონიაშვილი ადგილობრივებს მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა და უშუალოდ მათგან გაეცნო სოფელში არსებულ ვითარებას. შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ გატაცებულ ამავე სოფლის მკვიდრს 62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ამ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მთავრობის მხრიდან ყველაფერი კეთდება დაკავებულის გასათავისუფლებლად.


„ჩვენ აუცილებლად სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს რათა დროულად მოხდეს დაკავებულის გათავისუფლება. მე იმედი მაქვს, რომ დაკავებულები საკუთარ ოჯახებს მალე დაუბრუნდებიან" - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ონიაშვილმა აძვის მოსახლეობასთან შეხვედრისას.


შეგახსენებთ, რომ 62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილი რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა იმ დროს აიყვანეს, როდესაც ის თანასოფლელებთან ერთად პირუტყვს მწემსავდა. ცხინვალშია გადაყვანილი სოფელ ფლავისმანის მკვიდრი გიორგი სოხატერიც.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner