logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებები განახორციელა
- +

30 დეკემბერი. 2019. 02:34

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სამინისტროში მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ და გენერალური შტაბის უფროსად დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი დაინიშნა.

 

გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე გათავისუფლდა თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის პოზიციიდან და დაინიშნა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილედ.

 

ამასთან, თავდაცვის ძალების მეთაურის კიდევ ერთი მოადგილე, გენერალ-მაიორ შალვა ჯაბახიძე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და ვენაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის თანამდებობაზე დაინიშნა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner