logo_geo
eng_logo
„შალალო“ - ქალის პარიკსა და სამოსში გახვეული მამაკაცი, რომელმაც 2 პოლიციელი მოკლა
- +

30 დეკემბერი. 2019. 02:38

 

 დოკუმენტურ ფაქტებზე დაყრდნობით გადაღებული სერიალი -“პოლიციის ფაილები” ბორჯომსა და ვარკეთილში ორი პოლიციელის მკვლელობის ფაქტს მიეძღვნა. როგორ გავიდა გამოძიება დამნაშავის კვალზე და რას ყვებიან პოლიციელები, რომელთა მეწყვილეები 2015 წელს შალვა აბულაძემ, იგივე “შალალომ” მოკლა.

 

თავდასხმას ჯერ ბორჯომში პოლიციელ გიორგი ბერუაშვილის, რამდენიმე დღეში კი თბილისში – პოლიციელ ბექა მარგიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე მძიმედ დაიჭრა მათი ორი კოლეგა.

 

პოლიციელი გიორგი მახარაშვილი ყვება, თუ როგორ დაესხა თავს შალვა აბულაძე მას და მის მეწყვილეს გიორგი ბერუაშვილს ბორჯომში.

 

არ ველოდით, რომ გვესროდა. მით უმეტეს ჩვენ მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოვთხოვეთ” – ყვება პოლიციის ინსპექტორი, რომელიც შალვა აბულაძემ, იგივე “შალალომ” სამი ტყვიით მძიმედ დაჭრა, მისი მეწყვილე კი მოკლა.

 

როცა აბულაძე გაიქცა, გიორგიმ მომაძახა – დახმარება გამოიძახე, სისხლისგან ვიცლებიო. რაცია გამიტყდა, ხელში მეჭირა ამ დროს”.

 

გვიშველეთ, გამოიძახეთ პოლიცია – ყვიროდნენ მძიმედ დაჭრილი პოლიციელები. ხმა იქვე კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქემ გაიგო, რომელმაც 112-ში დარეკა. ადგილზე სასწრაფო დახმარება და კრიმინალური პოლიცია გამოცხადდა. გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი ბორჯომის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

“შალალომ” შვიდი ტყვია ესროლა გიორგი ბერუაშვილს, მათ შორის ხერხემლისა და ქვედა კიდურის არტერიაში. ორივე პოლიციელი კატასტროფის ბრიგადით თბილისში გადმოიყვანეს, თუმცა გიორგი ბერუაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

შალვა აბულაძეზე ძებნა გამოცხადდა. შს მინისტრ ვახტაგ გომელაურის ხელმძღვანელობით შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც დამნაშავის ცოცხლად აყვანის ბრძანება გასცა.

 

ბორჯომის თავდასხმიდან შეიარაღებული შალვა აბულაძე ამჯერად, ვარკეთილში ჯავახეთის ქუჩაზე დაესხა თავს სამართალდამცველებს, რა დროსაც უკვე ბექა მარგიშვილის სიცოცხლე იმსხვერპლა და შემთხვევის ადგილიდან კვლავ მიიმალა.

 

სატელევიზიო სერიაშო აღინიშნა, რომ ძებნის პროცესში სამართალდამცველებმა თბილისში მოხუცი ქალი შენიშნეს, რომლის გამოკითხვაც ერთ-ერთმა ეკიპაჟმა გადაწყვიტა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მოხუცის პარიკის და სამოსის ქვეშ შალვა აბულაძე იმალებოდა, რომელმაც პოლიციას კვლავ ცეცხლი გაუხსნა და გაიქცა.

 

საბოლოოდ, შალვა აბულაძე ისევ ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში, სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner