logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: სამუშაო ადგილები არის ქვეყნისთვის უაღრესად დიდი გამოწვევა
- +

30 დეკემბერი. 2019. 12:52

 

 

„სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ წლის ბოლო მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ ბიზნესთან მეტი უნდა იმუშაოს.

 

„უნდა გავიხსენოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები. ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი გახლავთ ეკონომიკის მიმართულებით სამუშაო ადგილები. სამუშაო ადგილები არის უაღრესად დიდი გამოწვევა ქვეყნისთვის.

 

რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ არ გვილხინს, თუმცა, უნდა ვიმუშაოთ მეტი კონცენტრირებულად. უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი ძირითადი პარტნიორი სამუშაო ადგილების შექმნაში გახლავთ ქართული ბიზნესი. ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა გახლავთ ძლიერი ქართული ბიზნესი, ძლიერი ქართული კომპანიები, რომლებიც ქმნიან ახალ, დამატებით სამუშაო ადგილებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გავააქტიურეთ თანამშრომლობა ბიზნესთან. მოვხსენით ბევრი მიმდინარე პრობლემა, თუმცა, არსებობს კიდევ ბევრი სისტემური გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, - განაცხადა გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner