logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელი: არავითარი დისკრიმინაცია, ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთად ცხოვრება!
- +

11 ივნისი. 2016. 02:06



გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ქორწინებას მკაცრ დეფინიციას აძლევს და აცხადებს, რომ ის მამაკაცის და ქალის ერთობაა. მერკელმა ერთსქესიანთა ქორწინებასა და სამოქალაქო პარტნიორობას შორის განსხვავებებზე ისაუბრა.


გერმანიის კანცლერი ნებისმიერი დისკრიმინაციის წინააღმდეგია და ამიტომ მხარს უჭერს ერთსქესიანთა წყვილებისთვის თანაბარ სარგებელზე წვდომას, მაგალითად, როგორიც არის საგადასახადო შეღავათები.


მე მათ შორის ვარ, ვინც დისკრიმინაციის აღმოფხვრის მომხრეა. ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. როგორც მახსოვს, 25 წლის წინ ბევრი ადამიანი ვერ ბედავდა, ეთქვა, რომ გეი ან ლესბოსელი იყო. ჩემთვის, პირადად, ქორწინებამამაკაცისა და ქალის ერთად ცხოვრებაა. ეს ჩემი კონცეფციაა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ სამოქალაქო პარტნიორობას. მე მხარს ვუჭერ სამოქალაქო პარტნიორობის რეგისტრაციას. მე მომხრე ვარ, რომ არ იყოს რაიმე დისკრიმინაცია საგადასახადო კანონმდებლობაში. ხოლო ყველგან, სადაც კი ვიპოვით დისკრიმინაციას, ჩვენ მის აღმოფხვრას განვაგრძობთ", - განაცხადა მერკელმა.


კითხვაზე, თუ როგორ შეიძლება ის ეწინააღმდეგებოდეს დისკრიმინაციას მაშინ, როდესაც მხარს არ უჭერს სრულ თანასწორობას, მერკელმა უპასუხა: არავითარი დისკრიმინაცია, ქორწინება არის მამაკაცისა და ქალის ერთად ცხოვრება".





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner