logo_geo
eng_logo
შემოსავლების სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლები დააჯილდოვა
- +

30 დეკემბერი. 2019. 18:39

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ უწყების 47 წარმატებული თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის მადლობის სიგელით დააჯილდოვა. 

 

„ჩემთვის დიდი პატივია ჩემს კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღო დაჯილდოების  ცერემონიაში და მოგილოცოთ  ეს საპატიო ჯილდო. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ წარმატებული თანამშრომლობისთვის დარწმუნებული ვარ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ არსებული გამოწვევების დაძლევას და ქვეყნის ღირსეულ განვითარებას“, -აღნიშნა ლევან კაკავამ.

 

დაჯილდოების ცერემონიას შემოსავლების სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner