logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: SOS! არასაახალწლო განწყობით...
- +

30 დეკემბერი. 2019. 19:34

 

 

SOS!

არასაახალწლო განწყობით...

 

ახლა მოვედი დიღმის ბაზრიდან, ყველა წინა წლის რეკორდი მოხსნილია - გოჭი კილოგრამი 30 ლარი ღირს და ფიზიკურად არაა, ერთმანეთს ხელიდან სტაცებენ, არის ჩხუბი და გამიშვი-დამაკავე, არ იცით, როგორი „სვეცკი“ ქალები წიოკობენ, მეგოჭეები რამდენიმე დღით ადრე შეპირებულ დამკვეთებს ემალებიან, - რა ვქნათ, 15 სოფელი მეიარა მაშინამ და 8 გოჭის მეტი ვერ იშონაო - მიხსნის საზანოელი ნანა. ეეე, ჩემო ნანა, ჯერ სადა ხარ, მომავალ წელს მაგ რვასაც ვერ იშოვნი, 10 წლის წინ რო ჩამოხვედი და მერე მთელი ოჯახი ჩამოიყვანე ქალაქში გამყიდველობა ხომ არჩიე სოფელში შენს სახლ-კარში შრომას, მე სულ არ შევჭამ მაგ გოჭს და ინდაურს, მაგრამ შენც აღარ გეყოლება გასაყიდი, მთელი წელი იმიტომ მიდუღდა გულ-მუცელი „ჩემი ბაზრიდან“ გლეხების- მანანას, ნელის, სანდროს, მერაბის, მიხოს საზღვარგარეთ წასვლის ამბავს რომ ვიგებდი, ვიცოდი, ასე იცლება ქართული სოფლები, სკვარამდება ეზო-კარი და ლაღობენ სხვის ქვეყნებში ჩემი პატარა ქვეყნის გოგო-ბიჭები, ხვალ-ზეგ მაგათ რომ უნდა დაეპურებინათ ქალაქი... ახლა ყელში ბოღმის ბურთი მეჩრება და ცრემლები მცვივა, გოჭს ვტირი ახლა მე? ამიტომ აღარ აქვს ხალისი დღესასწაულებს, ამიტომ ვამბობ, კარგია გაციმციმებული ქალაქი, მაგრამ სოფელიც უნდა ციმციმებდეს, ხარობდეს, ქართველი გლეხი სარჩოსთვის სხვაგან არ უნდა მიდიოდეს, გამოიღვიძეთ რა, მიხედეთ ამ ქვეყანას, გთხოვთ, ახლა სოფელია გადასარჩენი, სოფელი. თქვით, დავიწყოთ აა, 2 თვეში გაზაფხული მოდის, დავიწყოთ რაა, ჯერ კიდევ დროა... დავირაზმოთ, დავიძრათ, არ ვიცი, ნეტა ახლა ვიყო 20 წლის, ერთ სოფელს ხომ მაინც ვიხსნიდი...

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner