logo_geo
eng_logo
ინდოეთის ეკონომიკა, შესაძლოა მსოფლიოში მესამე გახდეს
- +

30 დეკემბერი. 2019. 19:42

 

 

ინდოეთის ეკონომიკა შესაძლოა 2026 წლისთვის მსოფლიოში მესამე გახდეს, ხოლო 2034 წელს მესამე პოზიციაზე დაწინაურდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ქვეყანა დაგეგმილ რეფორმებს გაატარებს. ამის შესახებ ბრიტანეთის ეკონომიკის და ბიზნესკვლევების (ჩენტრე ფორ Eცონომიცს ანდ Bუსინესს ღესეარცჰ, ჩEBღ) ცენტრის ანგარიშშია ნათქვამი.

 

„ინდოეთმა გაუსწრო საფრანგეთს და ბრიტანეთს და 2019 წელს ქვეყნის ეკონომიკა მეხუთე გახდა. მოსალოდნელია, რომ 2026 წელს გაუსწროს გერმანიას და მეოთხე გახდეს, ხოლო 2034 წელს იაპონიაც ჩამოიტოვოს და მესამე ადგილზე დაწინაურდეს,“- ნათქვამია კვლევაში. 

 

ჩEBღ-ის პროგნოზით, მომავალი 15 წლის განმავლობაში  მსოფლიოში მესამე ეკონომიკისთვის  აქტიურად იბრძოლებენ იაპონია, გერმანია და ინდოეთი, ხოლო პირველი და მეორე ადგილისთვის აშშ და ჩინეთი.

 

ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის განცხადებით, 2024 წლისთვის ინდოეთის მშპ $5 ტრილიონს მიაღწევს. ექსპერტები კი ამ შედეგს 2026 წლისთვის პროგნოზირებენ. კვლევის თანახმად, ინდოეთის მთავრობა ატარებს ეფექტურ რეფორმებს, რომელიც ეკონომიკის განვითარებისკენაა მიმართული.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner