logo_geo
eng_logo
„მთავარ არხს“ კანონის დარღვევისთვის სანქცია დაუწესეს
- +

31 დეკემბერი. 2019. 00:01

 

 

 „კომუნიკაციების ეროვნულმა სააგენტომ“ ტელეკომპანია „მთავარი არხი“ კანონის დარღვევაში ამხილა, მიზეზი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ანტისარეკლამო რგოლის ეთერში, კანონდარღვევით გაშვებაა.  სააგენტომ რეკლამის საეთერო ბადიდან ამოღება მოითხოვა.

 

"საქმე ეხება მთავარი არხის ეთერში 2019 წლის 19 დეკემბრიდან ეთერში გასულ პოლიტიკურ რეკლამებს, რომლის განთავსებაც მაუწყებლებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში შეუძლიათ. მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის მიერ გადაცემული რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობა, რაც მთავარი არხის მხრიდან დარღვეულია“, - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, „მთავარი არხის“ იურისტი სანქციის დაწესებს სამართლებლივ საფუძველს ვერ ხედავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner