logo_geo
eng_logo
ზურა მანჯავიძე: ალეკო ელისაშვილი მიშას უნიჭო პაროდისტია!
- +

11 ივნისი. 2016. 02:35



„ძალიან გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში კიდევ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მიშა მისაბაძ მაგალითად რჩება", - ამის შესახებ მომღერალი ზურა მანჯავიძე facebook-ის პირად გვერდზე წერს.


მომღერალი ალეკო ელისაშვილისა და სოსო მანჯავიძის სატელევიზიო დებატების დროს მომხდარ დაპირიპირებას ეხმაურება.


„განსაკუთრებით ცდილობენ , მისი ორეულები გახდნენ პოპულიზმში, ცილისწამებასა და პროვოკაციებში. ყველამ გავიარეთ ეს საშინელება, რომელიც სახელმწიფო დონეზე იყო აყვანილი. მით უფრო გამაღიზიანებელია, როდესაც ამ მანკიერებამ, ალეკო ელისაშვილში ამოხეთქა, იმ ქალაჩუნურ-ისტერიკულ ტონალობაში, რომელიც ყოველგვარ კაცურ ღირსებას არის მოკლებული და რომლითაც მას ჰგონია, რომ ვინმეს გულს მოიგებს. მიშა 2 საქართველოში აღარასოდეს აღარ განმეორდება. მით უფრო, ალეკოს „გამიშების" არანაირი რესურსი და შესაბამისად, არც შანსი, საბედნიეროდ არ აქვს და მხოლოდ მის უნიჭო პაროდისტობას უნდა დაჯერდეს.

 

რაც შეეხება უმწეო ბრალდებებს სოსოს მიმართ, ირმა ინაშვილმა ამის შესახებ განცხადება უკვე გაავრცელა, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ და ამ საკითხს აღარ განვავრცობ. ამ თემაზე ბაჭიასავით გადასკუპება, უსუსური მცდელობა იყო, ასევე, მისი იდეალის მიშას სტილში, რომ მისთვის წამგებიანი თემიდან პროვოკაციაზე გადასულიყო.

მინდა გაგაფრთხილოდ, რომ ხელმოცარული ვაიჟურნალისტი და არშემდგარი ვუიპოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი მომავალშიც შეეცდება ადამიანები მწყობრიდან გამოყვანოს, ვინმეს თავი გაატყეპინოს და ამით პოლიტიკური ქულები დაიწეროს, როგორც ხალხის კეთილდღეობისათვის ხმალამოწვდილმა და უსამართლოდ ჩაგრულმა რაინდმა. ამიტომ გთხოვთ ყველას, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს, მაქსიმალურად შევიკავოთ თავი. კარგია, რომ თვითლუსტრაციის პროცესი ძალას იკრებს", - წერს მანჯავიძე.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner